რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, ავტობუსი ამობრუნდა | დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა 22 

გამოქვეყნდა:

რუსეთში ხაბაროვსკის მხარეში ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხევაში მოყვა - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. 

TASS-ის ცნობით, დაიღუპა 8 ადამიანი, მათგან ერთი რეანიმაციაში გარდაიცვალა და დაშავდა 22, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. 

კომპანია Amur Minerals-ის ცვლის მუშაკებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევა დღეს ადგილობრივი დროით 06:30 საათზე მოხდა. 

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია 2 სამაშველო ვერტმფრენი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი