რატომ არ იყო ნახსენები რუსეთი შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ანგარიშში? დამოუკიდებელი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასებით, გაუგებარია რატომ არ მოხვდა 11- გვერდიან დოკუმენტში, ოკუპანტი ქვეყანა.
დეპუტატის თქმით, ეს სერიოზული პრობლემაა მაშინ, როცა სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს 20%. "მტერს სახელი დავარქვათ" - მოუწოდა დეპუტატმა მინისტრს.
"მე კარგად გავეცანი თქვენს ანგარიშს, ქალაბტონო მინისტრო, რთულია, როდესაც ამ ანგარიშში, რომელიც არის 11-გვერდიანი, რუსეთი, ერთი სიტყვა, რუსეთის ფედერაცია არსად არ არის მოხსენიებული. ეს ძალიან მახსენებს უკრაინის მხარდაჭერის რეზოლუციას, როდესაც რუსეთი ვერ ჩავწერეთ ჩვენ და ჩემი თხოვნა იქნება, მტერს დავარქვათ სახელი, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ ჰქვია რუსეთის ფედერაცია",- უთხრა თეონა აქუბარდიამ მინისტრს.
თეონა აქუბარდიამ ამ კითხვით მიმართა მინისტრ თეა ახვლედიანს მიმართა. მან კი უპასუხა:
"ალბათ, არ წარმოიქმნებოდა შეკითხვები, თუ რატომ არ არის ნახსენები წერილობით წარმოდგენილ ანგარიშში რუსეთი. იმიტომ, რომ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკა არ მოიაზრებს, ჩვენს კომპეტენციაში არ შედის რუსეთთან პირდაპირი დიალოგი შერიგებისა და ჩართულობის კონკრეტულ თემებზე. ეს არის ქვეყნის შიდაპოლიტიკა ჩვენს დროებით ოკუპირებულ, განუყოფელ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში",- თქვა თეა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში, თეა ახვლედიანი წლიური ანგარიშით წარსდგა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექნილ ვითარებაზე ისაუბრა.