ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ინფექციური კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. შუა ხნის ქალს ლაბორატორიულ კვლევაზე ორჯერ უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან „კოვიდ-19“ დაამარცხა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, ამ დროისთვის, კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს.

„კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა ვირუსი, ჯამში უკვე 49 გამოჯანმრთელებული გვყავს. კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება 3 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს ნადირაძე.

ცნობისთვის, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 18 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

  • ბოლო 24 საათში საქართველოში:
  • კორონავირუსით ინიფიცრებულია - 1018 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 895;
  • გარდაცვლილია - 15;
  • კარანტინის რეჯიმში რჩება - 5627;
  • სტაციონარული მკურნალობის ქვეშ - 228, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ ჩამოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კი კორონავირუსის მაჩვენებელმა 14 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი