17 ივლისის მონაცემებით ახალი კორონა ვირუსით ინფიცირებულთა მაჩვეებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 13, 952, 529 აღწევს.
გარდაცვლილია - 592,767 ადამიანი
გამოჯანმრთელებულია - 8.284.343.
ამერიკის შეერთებული შტატები კი თავის რეკორდს ხსნის და ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 77.255 აღწევს. ეს ციფრი სამჯერ აღემატება გასული კვირების მაჩვენებელს; კალიფორნიის, ფლორიდის, არიზონასა და ტეხასის შტატების საავადმყოფოებში კი ლოგინების ნაკლებობაა.
სულ შტატებში ოფიციალური მონაცემებით 3.576,157 ინფიცირდა COVID19-ით.
ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 138.943-ია; მხოლოდ გასულ დღე ღამეში კი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, 943 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩინეთში, იქ სადაც ახალი კორონავირუსი პირველად გასულ წელს გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 10 ახალი დაინფიცირებულია.
ბრაზილიაში კი ინფიცირებულთა რიცხვი 2 მილიაონს გასცდა, ინდოეთში 1 მილიონს.
საქართველოში ჯამში ინფიცირებულია 1010, აქედან ბოლო 4 საათში ვირუსი დაუდასტურდა 4 ადამიანს.
მსფოლიო სტატისიკის ნახვა შეგიძლიათ აქ.