უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული 

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა, უკრაინელებს მასობრივი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, Unian ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები „გაწითლდა“, მაგრამ მოგვიანებით განგაშის გაფრთხილება სხვა რეგიონებზეც გავრცელდა. 

ინფორმაცია რაკეტების უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებასთან დაკავშირებით, ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმაც დაადასტურა.

"ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალს, გადადით თავშესაფრებში",- ნათქვამია კიმის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი