პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მიზანი იყო საზოგადოებას ენახა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცნობები და რეალობა განსხვავებულია.
"განსაკუთრებით ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში იყო საუბარი, თითქოს, ბოლო წუთებს ითვლის სააკაშვილი და ა.შ. აჟიტირება იყო ისეთი წარმოდგენილი, რომ თითქოს იყო რაღაც გამოუვალი, დამძიმებული მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე შედიოდნენ მასთან მნახველები და რა თქმა უნდა, იცოდნენ, რეალური მდგომარეობა რაც არის. ეს არის საბოლოო ჯამში რაც ნახა საზოგადოებამ, რომ რეალობა აბსოლუტურად განსხვავდება",- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე კადრების უნებართვოდ გავრცელების გამო დღეს პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.