უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ფრონტს ხაზზე ყველაზე მძიმე ვითარება ამჟამად ბახმუტშია. ის იქ არსებულ მდგომარეობას ჯოჯოხეთს ადარებს:
"ფრონტის ხაზზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. თამამად შემიძლია ვთქვა რომ დღეს ბახმუტი ჯოჯოხეთთან ასოცირდება. თუ ვინმე უკრაინის დახმარებას ჯერ კიდევ ყოყმანობს, ბახმუტს შეხედოს. უკრაინა ცდილობს რუსები ამ ჯოჯოხეთში შეაჩეროს და სხვა მიმართულებით არ გაუშვას.
რუსეთი დონეცკის ოლქში რეზერვისტებისა და ციხიდან გამოყვანილი პატიმრების საშუალებით იბრძვის. ეს ადამიანების კონტროლს არ ექვემდებარებიან. მათ საზარბაზნე ხორცად იყენებენ.
ჩვენი ქალაქების განადგურება რუსეთისთვის სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. ეს ეხება მარიუპოლს, ლისიჩანსკს, ბახმუტსა და სხვა ქალაქებს. იყენებენ არტილერიას, ავიაციას, საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, დრონებსა და ტანკებს.
ყველაზე მძიმე ვითარება დონეცკის ოლქშია. სროლების ხმა ყოველს წამს, შეიძლება დროის უფრო მცირე მონაკვეთშიც კი ისმოდეს. ეს არის რუსული სამყარო და მისი მთავარი არსი.
ეს ომი 2014 წელის შედეგებით არ დასრულდება. რუსებს მოუწევთ უკრაინა სრულიად დატოვონ. ეს მოხდება სამხედრო გზით, რადგან ჩვენ მათ მიწასთან გავასწორებთ." ამბობს პოდოლიაკი უკრაინული მედიის ეთერში საუბრისას.