"საფრანგეთის ხელისუფლებას ვთხოვოთ ჩაერთონ პროცესში" - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საელჩოსთან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საფრანგეთის საელჩოსთან ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე და  მხარდამჭერები არიან შეკრებილი. მათი თქმით, ეს არაა საპროტესტო აქცია და მას თხოვნის ფორმა აქვს. ისინი საფრანგეთის საელჩოს მოუწოდებენ, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ბერკეტი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს:

"აქ მოვედით იმისთვის, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას ვთხოვოთ მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში და ყველა თვისი ბერკეტი გამოიყენონ იმისათვის, რომ არ მოგვიკვდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. აქ იმიტომ მოვედით, რომ საფრანგეთის მოქალაქეა ქვეყნის არაფორმალური მმართველი და თავად ფრანგი არის სალომე ზურაბიშვილი, ამიტომ ყველაზე მეტი შესაძლებლობა ზეწოლის თვალსაზრისით, სწორედ საფრანგეთს აქვს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ.

გიორგი მუმლაძემ ხვალ, ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, აქცია დააანონსა.
 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი