საგარეჯოში, ოთხსაუკუნოვანი ძეგლის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ანგრევს ფეხით, სოფელ ჩაილურში ისტორიული ციხე-სიმაგრის კარს რუსი.
რუსეთის მოქალაქეების მიერ, ნიახურის ციხის დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 59- 2 პრიმა მუხლით აღძრა, რაც კულტურის ძეგლის დაზიანებას გულისხმობს.
ნიახურის ციხე XVIl-XVIII საუკუნის ძეგლია.
ავტორი: ია გულიაშვილი.