"გაიქეცი, გაიქეცი, მიდი" - ბრეგაძე ენმ-ს დეპუტატებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს

გამოქვეყნდა:

ენმ-მ პროტესტის ნიშნად, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გამოსვლის დაწყებამდე, პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. ბრეგაძე საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მივიდა. მას ოპოზიციონერი დეპუტატები საპროტესტო პერფორმანსით დახვდნენ. ენმ ბრეგაძეს და მის უწყებას მიხეილ სააკაშვილისა და მისი ჯანმრთელობის დაზიანების მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებენ. 

"გაიქეცი, გაიქეცი, მიდი...ძაან შემაშინე, ვკანკალებ"- მიაძახა დეპუტატებს იუსტიციის მინისტრმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი