"შევახსენებ ამ ოროსნებს..." - ბრეგაძის პასუხი ენმ-ის დეპუტატებს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს ოროსნები უწოდა და თქვა, რომ ცილისწამეება მისთვის მესამე პრეზიდენტის მკვლელობაში მონაწილეობის დაბრალება. ენმ-ის დეპუტატებს სხდომათა დარბაზში მიტანილ ბანერებზე ეწერათ "ნუ კლავ", რასაც დარბაზში კამათი მოჰყვა. მოგვიანებით დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

"ქართველ ხალხს მინდა ბოდიში მოვუხადო, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ იმას, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან. აქ ჩვენ ვიხილეთ ცილისწამება, მათ შორის, როდესაც ადამიანს აბრალებ, რომ არის მკვლელი, შევახსენებ ამ ოროსნებს, რომ მის წინააღმდეგ უნდა იყოს დამდგარი კანონიერი განაჩენი სასამართლოს მიერ", - თქვა ბრეგაძემ. 

ბრეგაძის განცხადებით, ენმ ნათლად აჩვენებს, რომ ისინი არავის დაინდობენ ხელისუფლების "უკანონოდ მოპოვების" შემთხვევაში, თუმცა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი