"გადადგეს მკვლელი რატი ბრეგაძე" - პარლამენტთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები - "კრემლის ჯალათი რატი ბრეგაძე", "გადადგეს მკვლელი რატი ბრეგაძე"; "#SAVEMISHA".

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ პოლიციამ პროტესტის 2 მონაწილე დააკავა. 

"ორი ჩემი თანამებრძოლი დააკავეს, სრულიად უმიზეზოდ, რუსული პოლიციის სტილში, მოვიდნენ, დაეჯახნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყენეს, ერთი 16 წლის ბავშვი დააკავეს, მეორე "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრი", - თქვა ფავლენიშვილმა. 

ცნობისთვის, რატი ბრეგაძე დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი