
ბერლინის ცენტრში 16-მეტრიანი აკვარიუმი გასკდა. ის Radisson Blu კონპლექსის ნაწილი იყო, საიდანაც 400 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი გამოიძახეს. აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი იყო მოთავსებული.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერ უცნობია. ამ დროისთვის ცნობილია ორი დაშავებულის შესახებს, რომლებმაც დაზიანებები შუშის ნამსხვევების გამო მიიღეს.
პოლიციის სპიკერმა თქვა, რომ ჩამოიშალა სასტუმროს ფასადის ის ნაწილები, სადაც აკვარიუმი იყო განთავსებული.
ბერლინის საგზაო სააგენტო ამბობს, რომ ძალიან დიდი მოცულობის წყალი ქუჩაში მიედინება. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ბოლო დღეებში ბერლინში ტემპერატურამ მკვეთრად იკლო, პარასკევს ქალაქში -7 ცელსიუსი დაფიქსირდა.