რა უჯდება მოსახლეობას სააკაშვილის მკურნალობისა და პატიმრობის ხარჯები? - იონათამიშვილი ბრეგაძეს

გამოქვეყნდა:

"ძალიან ბევრმა მოქალაქემ მომმართა მე ამ კითხვით და მინდა, მე თქვენ გთხოვოთ, რომ გვითხრათ, რა უჯდება საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას, მიხეილს სააკაშვილის პატიმრობისა და მკურნალობის საკითხები. ვინაიდან, 400 დღის წინ ეს ადამიანი შემოვიდა იმისთვის, რომ დაერბია ჩვენი ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ დაარბია მხოლოდ საკუთარი პარტია, ეს კითხვა არის ძალიან აქტუალური და საინტერესო, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან როგორ ებრძვიან სიმართლესა და სინამდვილეს ტყუილითა და სიცრუით უპირისპირდებიან ამ ყველაფერს. საზოგადოებას აინტერესებს ეს 400 დღე, როდესაც ძალ-ღონე არ დაიშურეს, რამენაირად დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყანა, რა უჯდება ჩვენს გადასახადის გადამხდელებს სააკაშვილის მკურნალობისა და პატიმრობის ხარჯები?"

- ჰკითხა "ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელიც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატშია მისული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი