ლიონთან, კორპუსში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის ქალაქ ლიონის გარეუბანში შვიდსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას France24 ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვი. 

ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, რომ ხანძრის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შენობაში 170 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი