
ტვიტერის ახალი მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი შესაძლოა ევროკავშირმა დაასანქციროს, - ამის შესახებ ტვიტერზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ დაწერა.
"ინფორმაციები ტვიტერზე ევროპელი ჟურნალისტების თვითნებური დაბლოკვის შესახებ, შემაშფოთებელია. ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი მოითხოვს მედიის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას. იგი დაცულია ჩვენი მედიის თავისუფლების აქტით. ილონ მასკმა უნდა იცოდეს ეს. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები. და სანქციებიც, მალე", - წერს ევროკომისარი.
ცნობისთვის, ილონ მასკის მიერ შეძენილმა ტვიტერმა დღეს რამდენიმე ევროპელი რეპორტიორი დაბლოკა. მათ შორის არიან New York Times-ის, CNN-ისა და ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტები.
კრიტიკოსების თქმით, მასკმა ის რეპორტიორები დაბლოკა, რომლებიც ტვიტერზე მასზე ნეგატიურ პოსტებს აქვეყნებდნენ.