
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა, - შავ სიაში მოხვდა რუსეთის 200 მოქალაქე და ორგანიზაცია - ამის შესახებ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
შეზღუდვების ქვეშ მოექცა 168 რუსული კომპანია: სამხედრო-სამრეწველო, სამთო და ენერგეტიკის სექტორებში.
ევროკავშირმა ასევე გააფართოვა შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტზე: ქიმიკატები, IT აღჭურვილობა, დრონები, ძრავები, ელექტრონიკა.
"რუსეთი აგრძელებს უკრაინისთვის სიკვდილისა და ნგრევის მოტანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვაიძულებთ რუსეთს გადაიხადოს მისი სისასტიკისთვის. სანქციების რვა პაკეტი, რომელიც ჩვენ აქამდე შემოვიღეთ, უკვე მძიმეა. დღეს ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთზე “, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა