უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროებისა და უმაღლეს მთავარსარდალ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა - მელია ჰააგაზე

გამოქვეყნდა:

უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მართ, უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ.საქართველო გამართლდა - ასე გამოეხმაურა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ჰააგის სასამართლოში, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დასრულებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გამოძიების დასრულების შესახებ პროკურორმა კარიმ ხანმა განცხადება დღეს გაავრცელა. არც ერთი ქართველის ბრალი არ დადასტურებულა.

"თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში, რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ" აცხადებს ნიკა მელია.

მისი თქმით, რუსულ ნარატივს "ოცნების" ხელისუფლება თანმიმდევრულად მიჰყვება

"მთელ ამ წლების განმავლობაში ბრალს გვდებდა, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, არ დაემორჩილა ოკუპანტებს და დაიცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი და სახელმწიფო. ეს იყო რუსული ნარატივი, რომელსაც თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად იმეორებდა რუსული სატელიტი ქართული ოცნება.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხეილ სააკაშვილს და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდა. ჰააგის  სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბრალი იქნა წარდგენილი რუსული არმიის გენერალ  ბორისოვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. 

არც ერთი ქართველის მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დადასტურდა." ამბობს მელია.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს  დღევანდელი ვერდიქტი არის უმნიშვნელოვანესი დადასტურება, რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე:

"ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, თუ რა მოსდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს არ შეაჩერებდნენ, რუს ოლიგარქ ივანიშვილს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში დატყვევებული ჰყავს. დღეს ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილება და დროულად მიეღოთ ზომები რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ." განაცხადა ნიკა მელიამ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი