"მე რომ ვიყო მათ ადგილზე, ამ ტრიბუნას აუცილებლად გამოვიყენებდი, მაგრამ ეტყობა გაუჭირდათ ლოგიკური კითხვების დასმა და შემდგომში მათთვის არასასურველი პასუხების მოსმენა. ისიც კი აკადრეს საკუთარ ამომრჩეველს, რომ აქ არ მობრძანდნენ. შესაბამისად, სახლთან დადარაჯებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ჯობდა აქ ყოფილიყვნენ. სპორტში, მაგალითად, ფეხბურთში, არსებობს ასეთი წესი, როდესაც გუნდი არ ცხადდება, გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3:0, ხოლო პოლიტიკაში, კარგად უნდა სცოდნოდათ რადიკალურ ოპოზიციონერებს, რომ დღეს მათ წააგეს 100:0, მაშინ, როცა დატოვეს ეს დარბაზი. სირცხვილი მათ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლების წინ."
აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, ენმ-ს მიერ სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადებისა და დარბაზის დატოვების შემდეგ.