"ისტორიული დღეა დღეს და ისტორიულია საქართველოსთვის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო გამართლდა, რუსეთი და მისი მარიონეტები გამტყუნდნენ. დაიმსხვრა პროპაგანდა - ომი საქართველომ დაიწყო! სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა! 14 წელი და უკრაინაზე რუსეთის ბრუტალური თავდასხმა დასჭირდა, რომ საქართველოს სიმართლე დადასტურებულიყო - საქართველომ, სააკაშვილის მთავარსარდლობით, მოიგერია პუტინის რუსეთის თავდასხმა და გადაარჩინა სახელმწიფოებრიობა!
დღეს, მიხეილ სააკაშვილს "დიქტატორ პუტინის მოწინააღმდეგე პატიმარს"(PACE) საქართველოში, ივანიშვილის ციხეში, კლავენ"
წერს გიგი უგულავა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც აგვისტოს ომზე გამოძიება დაასრულა. ქართული მხრიდან, არავის ბრალეულობა არ დასტურდება.