გერმანიაში ვიყავი, რა გინდათ, აღარ მესწავლა? - ბრეგაძე კითხვაზე, სად იყო და რას აპროტესტებდა წინა ხელისუფლების დროს

გამოქვეყნდა:

პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში, ოპოზიციის კითხვაზე, თუ რა გააპროტესტა იუსტიციის მინისტრმა წინა ხელისუფლების დროს ბრეგაძე პასუხობს, რომ 2005 წლიდან 2011 წლამდე გერმანიაში სწავლობდა, ხოლო 2011 წლიდან კი "ქართული ოცნების" რიგებში ირიცხებოდა. 

"2011 წლის 26 ოქტომბერი იყო, როდესაც ჰამბურგის უნივერსიტეტში დავიცავი დისერტაცია და 2011 წლის 1-ელი ნოემბერი იყო, როდესაც დავბრუნდი საქართველოში. 2011 წლის დეკემბრიდან, როდესაც ფუძნდებოდა "ქართული ოცნება" აქტიურად ვიყავი ამ საქმიანობაში ჩართული.დანარჩენ ცხრა წელს რაც შეეხება, თუ გინდათ აქვე მოგიყვებით, ან გადმოგცემთ საზეიმო ვითარებაში ჩემს ბიოგრაფიას. 2005 წლიდან 2011 წლის 1-ელი ნოემბრამდე ვიყავი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. რა გინდათ, განათლება არ უნდა მიმეღო? აღარ მესწავლა?. 2008 წელს, როდესაც არ იყო საქართველოში რეისები და დიდი სურვილი მქონდა, რომ აქ ვყოფილიყავი, რადგან ჩემი მცირეწლოვანი შვილი აქ იმყოფებოდა მაშინ და წარმოგიდგენიათ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მშობელს შვილთან, როდესაც ომია და შენი შვილი სხვა ქვეყანაშია და შენ სხვა ქვეყანაში. არ იყო რეისები, არ სრულდებოდა რეისები საქართველოში და საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად ვაპროტესტებდი რუსეთის აგრესიას - აი, რას ვაკეთებდი" - თქვა ბრეგაძემ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი