ბრალდება იუსტიციის მინისტრის და ციხეთა სისტემის მისამართით - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რამდენიმე პირს მკვლელობის მცდელობაში ადანაშულებს. შალვა ხაჭაპურიძე გამოძიების დაწყებას მოითხოვს და დარწმუნებულია, რომ რატი ბრეგაძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.
აღიძვრება თუ არა საქმე, გაუგებარია - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოთხოვნისთვის ჯერ არ უპასუხია. თუმცა ცნობილი ხდება კიდევ არაერთი გადაცდომის შესახებ, რომლებიც სამინისტროს და მის უწყებებს უკავშირდება.
სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებაზე კი უკვე თავად "ვივა მედის|" ხელმძღვანელებიც საუბრობენ და ირიბად მიანიშნებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და მათი პოზიციის ღიად დასაფიქსირებლად "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნებაა საჭირო.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი