რატი ბრეგაძე პარლამენტში და დაპირისპირება სხდომათა დარბაზში. იუსტიციის მინისტრის ყოველწლიური ანგარიში დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაში გადაიზარდა. ნუ კლავთ პრეზიდენტს - ამ შინაარსის ბანერებითა და მესამე პრეზიდენტის ფოტოებით დახვდა ოპოზიცია ბრეგაძეს, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და მისი დისკრედიტაციის მიზნით კადრების უკანონო გავრცელებაში ადანაშაულებენ.
საკუთარი გადაცდომებისა და დანაშაულის გადასაფარად რატი ბრეგაძემ დღეს "ქართული ოცნების" ტრადიციული პროპაგანდა - წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობა მოიშველია, რასაც დარბაზიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ვითარება დარბაზში იმდენად დაიძაბა, რომ თავმჯდომარემ სხდომა შეწყვიტა.