კრემლი: პუტინმა უკრაინაში ჩართული ჯარების შტაბი მოინახულა

გამოქვეყნდა:

BBC-ის ცნობით, შაბათს ღამით რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი ეწვია უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციაში" ჩართული სამხედრო ფილიალების გაერთიანებულ შტაბს. [„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება ომს უკრაინაში].

კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, პარასკევს პუტინმა მთელი დღე გაატარა იქ, "გაეცნო შტაბის მუშაობას, მოისმინა ანგარიში პროგრესის შესახებ და ასევე გამართა ცალკეული შეხვედრა მეთაურებთან".

შეხვედრის კადრებს მიხედვით, რომელსაც რუსული ტელეარხები აქვეყნებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაესწრნენ.

კონკრეტულად სად მდებარეობს შტაბ-ბინა, კრემლს არ დაუკონკრეტებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი