კრივი-რიჰში ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა 

გამოქვეყნდა:

კრივი-რიჰში რუსული რაკეტის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან წლინახევრის ბავშვი ამოასვენეს - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა

მისი თქმით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად, სულ დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაშავდა 13.

ქალაქის დაბომბვის შემდეგ, რეზნიჩენკომ დაწერა: „64 წლის ქალი და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპნენ. მათი პატარა ვაჟი ისევ სახლის ნანგრევებშია. ცამეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ოთხი ბავშვი. ისინი საავადმყოფოში არიან“.

დღეს დილით კი უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაშველებმა ბიჭის ცხედარი ამოასვენეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი