"ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ლეგიტიმური მიზანი იყო" - ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტში "მინისტრის საათის" დასრულების შემდეგ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დააკმაყოფილეს,  თუმცა არაფერს ამბობს პატიმრის უფლებების დარღვევაზე. 

"აქ იყო ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ლეგიტიმური მიზანი, რომ როდესაც ვინმე ბედავს და სახელმწიფოს აბრალებს, რომ თითქოსდა, სახელმწიფო არის მწამებელი და ადამიანის უფლებების დამრღვევი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოქმედებს გადაჭრით, დროულად და ადეკვატურად. როდესაც უნდა გამართულიყო პროცესი, იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზი, გარდა ამისა, ჩვენმა წარმომადგენლებმა სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს 5 000 გვერდზე მეტი მასალა, რომესაც უნდა გაეცნონ, წაიკითხონ, მოამზადონ არგუმენტები. პროცესი გაიმართება 22 დეკემბერს. თითქოსდა მას ვინმემე წაართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ეს იმთავითვე არის შეუსაბამო, იმიტომ, რომ პროცესი შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო უშუალოდ კლინიკაში, რაზეც მისი დაცვის მხარეც თქვენ ნახეთ, არ იყო თანახმა" ,- თქვა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ადვოკატები იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს დანაშაულზე და უკანონო ქმედებებზე საუბრობენ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი