შიმშილობის მესამე დღე პარლამენტში - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 4 დეპუტატის მოთხოვნა უცვლელია, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.
დღეს მოშიმშილე ოპოზიცონერ დეპუტატებთან ექიმი იმყოფებოდა და მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. ექიმის, თიკო რევიშვილის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მდგომარეობა სტაბილურია და მათს ჯანმრთელობას დინამიკაში ყოველდღიურად დააკვირდებიან.
დღეიდან ენმ-ის დეპუტატები შიმშილობას სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, პარლამენტის ფრაქციის ოთახში გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ის წევრებიდან ამ დროისთვის 4 დეპუტატი: დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე, თემურ ჯანაშია და აბდულა ისმაილოვი შიმშილობენ.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე.