წინა ხელისუფლება ისკანდერის ნაწილებს მალავდა...იუსტიციის სამინისტრომ მოახერხა მოეპოვებინა გამარჯვება  - მდინარაძე 

გამოქვეყნდა:

ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მხარეს 2008 წლის ომში დანაშაული არ ჩაუდენია, წერტილი დაესვა "ქართული ოცნების" რიტორიკასა და ბრალდებებს წინამორბედების მიმართ. 

ისტორიული გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, "ქართული ოცნება" ისტორიულ მოპოვებულ გამარჯვებას საკუთარ მიღწევად აფორმებს. 

"ჩვენ გვყავდა ქვეყანაში წინა ხელისუფლება, რომელიც ისკანდერის ნაწილებს მალავადა ჰააგის და სტრასბურის სასამართლოებისგან. ჩვენ გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც ძალიან ცნობილ 16-33 რეზოლუციაში ხელს აწერდა და მხარს ჭერდა მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ დიდი მცდელობით, დიდი მეცადინეობით, დიდი შრომით, იუსტიციის სამინისტრომ მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა გამარჯვება და ეს გამარჯვება დღევანდელი დღით დაგვირგვინებულიყო",- თქვა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, პროკურორის ოფისმა რუსეთ - საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა და თქვა,რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია. სამართლებრივად დადასტურდა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არც მძინარე ცხინვალი დაუბომბავს და არც რუსების პროვოცირება უცდია. დადასტურდა ისიც, რომ ქართველ სამხედროებს, ვის პასუხისმგებლობასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება წლებია ითხოვს, დანაშაული არ ჩაუდენიათ.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი