უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ ნასროლი რაკეტებიდან 60 გაანადგურა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ ნასროლი რაკეტებიდან 60 გაანადგურა, მადლობა ჩვენს მებრძოლებს, რომლებმაც ყველა მიმართულებით კარგად იმუშავეს, განსაკუთრებით ეფექტური 96-ე ბრიგადის, საზენიტო სარაკეტო მებრძოლები იყვნენ, რომლებმაც კიევის ოლქში 40 რაკეტა გაანადგურეს. მტრის სამიზნე კვლავ სამოქალაქო და ენერგო ინფრასტრუქტურა იყო. ერთი რაკეტა კრივირიჰში საცხოვრებელ სახლს დაეცა, ჩვენი მაშველები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ნანგრევების გათავისუფლებას ამ ეტაპზე 3 დაღუპული გვყავს 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ. 15 ოლქი ელექტროენერგიის, გათბობისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ჩვენი სპეციალისტები ცდილობენ დაზიანებული ობიექტები სწრაფად აღადგინონ, რუსებს რაკეტები ჯერ კიდევ შერჩა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი