საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმებას" მიესალმება და წერს, რომ ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს.
"მივესალმები "მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების" ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს", - წერს ზურაბიშვილი.
ბუქარესტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ მემორანდუმი გაფორმდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.
ამავე თემაზე: