10 წელი "ქართულ ოცნებას" უნდოდა ეხილა მიხეილ სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალზე, მან ეს ვერ მიიღო - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

„10 წელი ,,ქართული ოცნება" გვიმტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, 10 წელი ქართული ოცნება  ადანაშაულებდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ მათ განახორციელეს უკანონო ქმედებები, 10 წელი ეს ადამიანები მიზანმიმართულად მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, სამართლიანობამ იზეიმა. 

სასამართლოშიც კი არ წარდგენილა საქმეები ქართულ მხარესთან მიმართებაში. რატომ? -იმიტომ, რომ მტკიცებულება იოტისოდენაც არ არსებობს, რომ რაიმე დანაშაული მიუძღვის ჩვენს მხარეს. წარედგინა ბრალი რუსულ მხარეს და მათ მარიონეტულ რეჟიმს, მაგრამ მთავარი - ვთქვათ, რა უნდოდა ამ 10 წლის განმავლობაში ,,ქართულ ოცნებას"?! - მას უნდოდა ეხილა მიხეილ სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალზე, მან ეს ვერ მიიღო. 

მიზანმიმართულად, დანაშაულებრივად იმოქმედეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. უფრო მეტსაც გეტყვით - აქ რომ პატრიოტი ხელისუფლება ყოფილიყო, ეს ბრალი ჰააგის ტრიბუნალზე წარდგენილი იქნებოდა მედვედევი-პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ, ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ წარდგენილი რომ არ არის, სწორედ ეს არის ღალატი ,,ქართული ოცნების" მხრიდან.

ეს არის პასუხი 10 წლის განმავლობაში იმ ანტიქართული დეზინფორმაციის, რომელსაც აწარმოებდა მოღალატეობრივი "ქართული ოცნება" ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ!

ომი დაიწყო რუსეთმა!
დამნაშავე არის რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი!
ყველა ბრალდება, რომელსაც ეს მოღალატეები, კობახიძეები და მისი დამქაშები წარადგენენ ქართული მხარის წინააღმდეგ, გაქარწყლდა.
დამთავრდა პრორუსული ძალის რუსული ინტერესების სპეკულაცია საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, მათ იხილეს რუსეთის წარმომადგენლები ჰააგის ტრიბუნალში და უფრო მეტიც, ჩვენ, როგორც კი მათ შევცვლით, გავაგრძელებთ ამ საქმეს და აგერ მე და აგერ თქვენ, პუტინი და მედვედევი წარდგებიან 2008 წლის ომის გამო, ჰააგის ტრიბუნალზე"

ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი