ისტორია ვერ გადაწერეს - არც ერთი ქართველის, არც სამოქალაქო პირისა და არც სამხედროს ბრალეულობა არ დამტკიცდა. 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა. ამით დასრულდა, ხაზი გადაესვა იმ სამარცხვინო ფურცელს ქვეყნის ისტორიაში, რომელშიც 10 წელი საქართველოს მოქალაქეებს ოცნების ხელისუფლება და კრემლი აცხოვრებდა, როდესაც ცდილობდნენ ომის დაწყება და მძინარე ცხინვალის დაბომბვა მაშინდელი ხელისუფლების, პრეზიდენტისა და მთავარსარდლისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის დაებრალებინათ. საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა რომ 2008 წელს საქართველო თავს იცავდა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი გადაერჩინა.
ბიძინა ივანიშვილის გუნდი და მისი რჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეღარ იტყვის რომ ომი საქართველომ დაიწყო, თუმცა აღარაფერი ეშველება იმ ასეულობით ომის გმირს, ვისაც ოცნება 2012 წლიდან დევნიდა და შეურაცხყოფდა - ნაწილი უკრაინაში დღესაც ფრონტის წინა ხაზზეა. 2008 წლის ომის გმირების ნაწილი ამ დიდ გამარჯვებას სიცოცხლეში ვერ მოესწრო.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი