ევროპა მხოლოდ ოცნებისთვის, ქართველი ხალხისთვის კი რუსეთი, სიბნელე, გაუნათლებლობა და გაურკვეველი მომავალი - მმართველმა პარტიამ მისი ეს არჩევანი გასულ კვირას საზოგადოებას დაუფარავად უთხრა. პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე პირველი იყო რომელმაც თქვა რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს „არაფრისმომცემი სტატუსი” შეუძლიათ „თავისთვის დაიტოვონ”, რასაც მეორე დღესვე დაეთანხმა მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
მილიონობით დახმარება ინფრასტრუქტურული, თუ კულტურულ-საგანმანათლებლო, გაცვლითი პროექტებისთვის- ეს იმ დროს როდესაც ოცნების დეპუტატები თუ მაღალჩინოსნები შვილებს არამხოლოდ განათლების მისაღებად აგზავნიან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მათი მომავალი რომ დაცული იყოს, ოცნების მაღალჩინოსნების შვილები სწორედ იქ იბადებიან.