მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია - განაცხადა სალომე ზუირაბიშვიმა დიპლომატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს წინასაახალწლო მიღებაზე მასპინძლობს. სიტყვით გამოსვლა ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრით დაიწყო და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც 2022 წელს, ამ ომს მოჰყვა.
"კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დგას უკრაინაში ომის გარდა, რომელიც გვაჩვენებს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს რომ თავს მოახვიოს თავისი ნება-სურვილი თავს მეზობლებს, ეს გახლავთ პირდაპირ კავშირში რუსეთთან. ასევე შემდეგი გამოწვევა - ზოგიერთი ადამიანი აქ შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამას სჭირდება დამატებითი ანალიზი, ზოგიერთი ჯგუფი შეიძლება ფიქრობდეს, რომ უფრო უსაფრთხო შეიძლება იყოს, რომ კრიტიკა იყოს მიმართული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და არა ოკუპანტის მიმართ, მაგრამ ეს რჩება მთავარ გამოწვევად- ოკუპაცია. რუსეთის ძალების მიერ, საქართველოს ოკუპაცია. ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს" ამბობს ზურაბიშვილი.[სინქრონული თარგმანი]
მისი თქმით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს მუდმივად უწევთ მუქარის ატანა საკუთარი იდენტობის გამო და რომ ისინი არიან რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი, თითქოს საქართველო არსებულ ვითარებას ძალისმიერად, სათავისოდ გამოიყენებს. ზურაბიშვილის თქმითვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები მობილიზაციის სამიზნეებიც ხდებიან.