დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც მინდა დარწმუნებული ვიყო, საშუალებას მისცემს მოსახლეობას, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე დიპლომატებთან, მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია და რომ ყველა უნდა დაელოდოს 22 დეკემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებას:

"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისათვის და მისი რეპუტაციისათვის, მისი შიდასტაბილურობისა და მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ  დაასრულოს სპეკულაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს , რომელიც მინდა ვიყო დარწმუნებული, მისცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, მართვაზე ქვეყნის, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე" თქვა ზურაბიშვილმა [სინქრონული თარგმანი]. 

22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის სასჯელის გაუქმების, ან გადავადების შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა განიხილოს. პროცესზე მოწმეებად, სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა იგეგმება.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი