24-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის როუმინგის სივრცეში საქართველოს შეყვანისკენ მოუწოდა.
"ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის მხარდაჭერის ხელშესახებ ნიშანს ევროპულ გზაზე. ევროპარლამენტარები ხუთი პოლიტიკური ჯგუფიდან, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებენ ჩართოს საქართველო ევროპის უფასო როუმინგ ზონაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა, სწრაფად განახორციელებს 12 ძირითად პრიორიტეტს." ნათქვამია მიმართვის ნაწილში, რომელიც ტვიტერით ვრცელდება.
24-ხ ხელმომწერ ევროპარლამენტარს შორის არიან ევროდეპუტატები: სვენ მიქსერი, მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი, ანა ფოტიგა, პეტრას აუსტრევიჩუსი, მარკეტა გრეგოროვა.