როდესაც 10 წელი, შენივე ხელისუფლებისგან ისმენ, რომ დამნაშავეები ხართ, მძინარე ცხინვალს დაესხით, ზეწოლაა აბა რა არის - ზაზა გოგავა

გამოქვეყნდა:

მიხელ სააკაშვილს არასდროს ეშლებოდა სამხედროებისთვის მადლობის თქმა, არც საწვრთნელ პოლიგონზე, არც მშვიდობიან პერიოდში, არც ბრძოლის ველზე და არც დღეს, თუ რა მდგომარეობაშია ყველამ ვიცით"  - ამის შესახებ გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ "შაბათის მთავარის" ეთერში ისაუბრა.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, გოგავამ აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება და მიხეილ სააკაშვილის მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც 2008 წელს ქვეყანას იცავდა.

მისივე თქმით, 10 წლის განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გამუდმებით საუბრობდა იმაზე, რომ  სამხედროებზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ამ ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ის, რომ არავის სჯეროდა გამოკითხული სამხედროების სიმართლის.

"როდესაც ვლაპარაკობთ სამხედროების ზეწოლაზე, როდესაც 10 წლის განმავლობაში იცი, რომ საქმე სასამართლოშია და შენივე პოლიტიკური ხელისუფლებისგან ისმენ, რომ დამნაშავეები თქვენ ხართ, მძინარე ცხინვალს დაესხით თავს, თურმე რაღაც დანაშაულები გაქვთ ჩადენილი, ეს არის ზეწოლა აბა რა არის; ამიტომაც, უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით საუბრობდა იმაზე, რომ ზეწოლაა სამხედროებზე და ეს ზეწოლა არსებობდა და ამ ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, როდესაც ამ ბრძოლაში ხარ ჩართული, სასამართლოშია ეს საქმე წაღებული და თქვენ უკან მხოლოდ თქვენი პიროვნების უსაფრთხოება კი არ დგას, დგას თქვენი ქვეყნის სახელი, პირველ რიგში ყველა იმ გარდაცვლილი მებრძოლის, ყველა იმ ცოცხლად დარჩენილი სამხედროს ღირსება და ამ დროს ყველა უნდა გეხმარებოდეს, რომ იქნებ გავიდეთ სამშვიდობოს, ამ დროს კი ხვდებით და ამჩნევ გამოძიების, თუ გამოკითხვის დროს, საუბარში, რომ ისინი არ არიან თქვენს მხარეს და მათ არ სჯერათ, რომ სიმართლეს ლაპარაკობ"  - ამბობს ზაზა გოგავა

ცნობისთვის, ჰააგამ დაამთავრა ომის დანაშაულების გამოძიება. სასამართლომ რუსეთ - საქართველოს ომის საქმეზე თქვა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია. სამართლებრივად დადასტურდა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არც მძინარე ცხინვალი დაუბომბავს და არც რუსების პროვოცირება უცდია. დადასტურდა ისიც, რომ ქართველ სამხედროებს, ვის პასუხისმგებლობასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება წლებია ითხოვს, დანაშაული არ ჩაუდენიათ. 

ჰააგის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი დღეს წერილით გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ სამხედროს, რომლებიც 2008 წელს ქვეყანას იცავდნენ და ზეწოლის მიუხედავად, არ მისცეს ჩვენება მის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი