მიხეილ სააკაშვილი იყო თავგადავარდნილი, თვალები ატრიალებული, დამხვდა ძალიან ბევრი გახსნილი აბი - ხერხეულიძე გორის ჰოსპიტალაში, ერთ-ერთ ვიზიტს იხსენებს

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ  "შაბათის მთავარის" ეთერში, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაურკვეველი მედიკამენტების ქვეშ, სრულიად უმართავ მდგომარეობაში ნახა.

"ერთხელ გორის ჰოსპიტლიდან გამოვედი ისე, რომ კომენტარიც ვერ მივეცი, მანქანაში ჩავჯექი და ხმამაღლა ვიბღავლე... უბედურება ვნახე. მე შევედი შიგნით და მიხეილ სააკაშვილი იყო თავგადავარდნილი, დუჟი მოსდიოდა, არანაირი რეაქცია არ ჰქონდა კითხვას ვუსვამდი, ვერ მპასუხობდა, სრულიად უმართავი, თვალები ატრიალებული, წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი დამხვდა. იქვე დამხვდა ძალიან ბევრი გახსნილი აბი, შევეკითხე ეს თქვენ უნდა მიიღოთ თქო და ურეაქციოდ იყო ეს ადამიანი...

ერთხელ გავბედე და ვუთხარი, რომ არ შეიძლება გახსნილი აბის მიღება, როდესაც ხარ პოლიტპატიმარი, ეს იცოდა ყველამ, ვინც კოლონიებში იხდიდა სასჯელს. 

[მიხეილ სააკაშვილის პალატაში] იყო უამრავი აბი, რომელსაც სრულიად უმართავად იღებდა, რასაც სთავაზობდნენ. მე აღარ მეგონა ამ ადამიანს, გონება თუ დაუბრუნდებოდა, მე არ ვიცი მაშინ რა მოხდა, ვერ გეტყვით" - ამბობს ეკა ხერხეულიძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი