ოკუპანტებმა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების შტაბი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა გათავისუფლებული ხერსონის სოფელი სტეპანოვკა დაბომბეს - არსებული ინფორმაციით ჭურვები ჰუმანიტარული დახმარების შტაბს მოხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს  ინფორმაციით,  თავდასხმას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ხერსონის გარეუბანი, სოფელი სტეპანოვკა. რუსები ნაღმტყორცნებიდან დასახლებულ პუნქტს ესროდნენ. ჭურვები ჰუმანიტარული დახმარების შტაბს მოხვდა! მიყენებული ჭრილობების შედეგად 1 ქალი გარდაიცვალა, კიდევ 2 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი" - წერს ტიმოშენკო

 სარაკეტო იერიშის  შედეგად ასევე დაზიანდა სკოლის შენობა, საავადმყოფო და ეკლესია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი