განვითარების წართმეული პერსპექტივა - ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, "ჩემოდნების აქცია" გაიმართა

გამოქვეყნდა:

დაკარგული პერსპექტივა - დღეს ქუთაისში "ჩემოდნების აქცია" გაიმართა. პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანამ ქალაქს განვითრების პერსპექტივა წაართვა.

მიტოვებული ქუთაისიდან ადგილობრივები გარბიან. ჩემოდნებს ალაგებენ და ქალაქიდან ან საერთოდ ქვეყნიდან მიდიან. აქცია პერფორმანსი მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" მიერ იყო ორგანიზებული.

მოსახლების თქმით, ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შემდეგ, ქუთაისი პოლიტიკურად გაძარცვული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის უინტერესო ქალაქად გადაიქცა. მოქალაქეები გამოსავლად დეცენტრალიზაციას ასახელებენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი