ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მედიკოსების რჩევით, ენმ-ის დეპუტატმა, აბდულა ისმაილოვი შიმშილობას წყვეტს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თემურ ჯანაშია ინფორმაციით, მას ბოლო დღეების განმავლობაში ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც შიმშილობის შეწყვეტა მოუწია.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, აბსოლუტურად ყველა მოშიმშილის. ერთადერთი ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილო, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ეს ორი დღე და სახლში გავუშვით, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მისი გაჩერება", - თქვა თემურ ჯანაშიამ.
მოშიმშილე დეპუტატები დღეს, დევი ჭანკვეტაძემაც მოინახულა:
"ეს არის პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, როცა უყურებ, რომ შენი კოლეგები, ძმაკაცები, ახლობლები, ასეთ პროტესტის ფორმას ირჩევენ. დავდივართ, ვისაც შეგვიძლია, რომ გვერდით დავუდგეთ, ყველანაირად დავეხმაროთ", - თქვა დევი ჭანკვეტაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ენმ-ის დეპუტატებმა შიმშილობა 14 დეკემბერს დაიწყეს. ამ დროისთვის, 3 დეპუტატი: დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობენ.