ენმ-ის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ომში დაღუპულ ქართველ გმირებს პატივი მიაგეს. 

მუხათგვერდის  ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებიც მივიდნენ. მათი თქმით,  ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ აგვისტომ ომში ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული არ ჩაუდენიათ და ეს ქართული მხარისთის დიდი გამარჯვებაა.

ცნობისთვის, ჰააგამ დაამთავრა ომის დანაშაულების გამოძიება. სასამართლომ რუსეთ - საქართველოს ომის საქმეზე თქვა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია. სამართლებრივად დადასტურდა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არც მძინარე ცხინვალი დაუბომბავს და არც რუსების პროვოცირება უცდია. დადასტურდა ისიც, რომ ქართველ სამხედროებს, ვის პასუხისმგებლობასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება წლებია ითხოვს, დანაშაული არ ჩაუდენიათ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი