"მედია თუ რაღაცას წინ უსწრებს, არის უაღრესად ცუდი" - პრემიერი შაქარაშვილის საქმის გამოძიებაზე

გამოქვეყნდა:

მედია თუ რაღაცას წინ უსწრებს, არის უაღრესად ცუდი - პრემიერ მინისტრს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გამოძიებაში მედიის აქტიურობა არ მოსწონს.

გიორგი გახარია ამბობს, რომ მედია მხოლოდ ვერსიებს ავრცელებს, რისი უფლებაც მას აქვს, თუმცა მისივე თქმით, გავრცელებულ ინფორმაციები უარყოფითად მოქმედებს ოჯახზე და მთლიანად საზოგადოებაზე:

"მედია თუ რაღაცას წინ უსწრებს, არის უაღრესად ცუდი იმიტომ, რომ მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლება მაქს აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები და მე ამას ვგულისხმობ როდესაც ვამბობ, რომ გავუფრთხილდეთ ოჯახის და საზოგადოების მორალურ მდგომარეობას" - ამბობს გახარია.

რაც შეეხება გამოძიებას, პრემიერ მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ "რაღაც არასწორად" გაკეთდა, ეს ცალკე გამოძიების საგანი გახდება. 

"მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, რომ თუკი იქ რაღაცა არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, ვინც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავის დავალება, იქნება დასჯილი" ამბობს გახარია.

მისივე თქმით, მას, როგორც პრემიერ მინისტრს შიდა საქმეებში და გამოძიებაში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ "საკითხი კონტროლზეა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი