"ნუ მოკლავ პრეზიდენტს" - ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"ნუ მოკლავ პრეზინდენტს" - ამ წუთებში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ოლიგარქის სახლთან იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები. მათი ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა. 

გამაფრთხილებელი პროტესტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის ინიციატივით იმართება. მისი თქმით, პერმანენტული და წერტილოვანი აქციები მოეწყობა, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებს.

"მიხეილ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ რუსებს და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბიძინა ივანიშვილს აი ასე, მოუწევს ყოველთვის აიფაროს თავის სახლთან ათეულობით და ასეულობით პოლიციელი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავგანწირვით და ამის მაგალითი მოგვცა მიხეილ სააკაშვილმა",- თქვა გიორგი მუმლაძემ. 

ცნობისთვის, ოლიგარქის სახლთან ამ წუთებში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი