როცა სააკაშვილი ლუქს პალატაში სასჯელს იხდის და მიირთმევს, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ?! - ოდიშარია 

გამოქვეყნდა:

"გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს უწევთ გარკვეული შიდაპარტიული წნეხებისდა გამო, ასეთი აქციების მოწყობა, შიმშილობა. რა თქმა უნდა, ეს ჯანმრთეობისთვის მავნებელი არის. მაშინ, როდესაც პაციენტი, პატიმარი სააკაშვილი ვივამედში ლუქს პალატაში სასჯელს იხდის და მიირთმევს, რასაც მიუტანენ ოჯახის წევრები, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ?! რა არის ამის მიზეზი ვერ ვხვდები. მეტი კომფორტი არ არსებობს, შემიძლია, პირადი მაგალითები მოგიყვანით, როდესაც უმძიმესი ოპერაციისდა გამო, სწორედ ასეთ პალატაში მოვხვედრივარ. მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა პარლამენტის თავმჯდომარემ და ვფიქრობ საკმარისია. თუ საჭირო გახდება, აუცილებლად მოვინახულებ. მოვუწოდებ მათ, არაფერი იმდაგვარი არ ხდება, ჩვენმა კოლეგებმა იშიმშილონ, გაუგებარია რა მიზნის მისაღწევად შიმშილობენ. მკურნალობა 200 000 ლარზე მეტი დაჯდა და ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ?!"

- თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ენმ-ის მოშიმშილე წევრებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი