"საჭიროა მაქსიმალური დარაზმვა, მობილიზაცია და გულახდილად საუბარი" | ნიკა მელია ქუთაისში მხარდამჭერებს ხვდება

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ახლა ქუთაისში იმყოფება და პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ხვდება.

ჩვენ ვართ ახლა ქუთაისში, შეხვედრა იმართება ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებთან, მხარდამჭერებთან, წევრებთან... წუთი წუთზე დაიწყება ეს შეხვედრა და შეეხება ერთადერთ საკითხს - ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს, არამხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია სახელმწიფოებრიობა დამისი მომავალი

დასანანია, რომ ხელისუფლებამ ივანიშვილის ჩართულობით დღეს ქართული სახელმწიფო დააყენა უდიდესი გამოწვევის გარეშე, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ებრძვის სიკვდილს...

...მაქსიმალური დარაზმვა, მაქსიმალური მობილიზაცია და გულახდილად საუბარი ერთმანეთთან, ამის შემდეგ საზოგადოებისთვის შესაბამისი განცხადების გაკეთება, - ამბობს მელია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი