აგვისტოს ომზე "ქართული ოცნების" მიერ მიზანიმართულად გავრცელებული ტყუილების და კრემლის კონსპირაციული თეორების მნიშვნელოვანი ნაწილია მაშინდელი მთავარსარდალი. მეტიც, 2013 წელს იუსტიციის მინისტრი წულუკიანი საჯაროდ აკეთებდა მინიშნებას სააკაშვილის შესაძლო ბრალელულობაზე და მოითხოვდა, რომ საქმე საქართველოში გამოძიებულიყო და არა ჰააგაში. რაც ცხადია ისეთივე პროპაგანდისტული ტყუილი გამოდგა, რაც მძინარე ცხინვალი.
მესამე პრეზიდენტის მიმართ პროპაგანდისტული შეტევები მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი გვინახავს, მაგრამ საავადმყოფოს პალატაში შეუძლოდ მყოფი ადამიანისთვის ვიდეოების გადაღებამ, და შემდეგ მისი თანხმობის გარეშე ამ მასალის გავრცელებამ, ყველაზე უარესის მოლოდინსაც გადააჭარბა. "ქართული ოცნების" რეპრესიული მედიცინა, საუკუთესო საბჭოთა ტრადიციების დაცვით, ცდილობს პიროვნების განადგურებას და ფსიქოლოგიურ წამებას მკლელობის იარაღად იყენებს.
მსგავსი მეთოდებით ებრძოდა საბჭოთა სისტემა დისიდენტებს, იქნებოდა ეს მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია თუ სხვები. გამსახურდიას შემდეგ დღეს საქართველო დღეს კიდევ ერთი პრეზიდენტის მიზანმიმართული ლიკვიდაციის მომსწრე ხდება. შეუძლოდ მყოფ პაციენტს ვიდეოებს უღებენ, ამტკიცებენ, რომ ის სიმულანტობს და მასალას პროპაგანდისთვის იყენებენ. ცხადია ამ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გამოჯანმრთელებაზე ან გადარჩენაზე ლაპარაკი ცინიკურად ჟღერს.
არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინი პირად მტრად მიიჩნევს, და ამ გარემოებას სააკაშვილის ანალიზებიც ადასტურებს. ორგანიზმში მოწმავლელი ნივთიერებები ხომ ის პრივილეგიაა, რომელიც სწორედ რუსეთის პრეზიდენტის ოპონენტებს ეწვევა ხოლმე მოულოდნელად.