28 მლნ საპატრიარქოს | იყენებდნენ თუ არა ეკლესიასთან დაკავშირებული პირები რელიგიურ ფონდებს შავი ფულის გასათეთრებლად

გამოქვეყნდა:

იყენებდნენ თუ არა ეკლესიასთან დაკავშირებული პირები რელიგიურ ფონდებს შავი ფულის გასათეთრებლად? გასულ წელს გასაჯაროებულ ფაილებში, რომელიც სავარაუდოდ სუს-ის მიერ უკანონო თვალთვალის შედეგადაა შედეგენილი, ჩვენმა ჟურნალისტმა საინტერესო ეპიზოდს მიაგნო.

მასალებში რამდენჯერმეა აღნიშნული რუსეთიდან 28 მლნ ევროს გადმორიცხვა ერთ-ერთ ეპარქიაში, და იკვეთება განზარხვაც - ეკლესიის სახელს ამოფარებით, რუსეთში მცოხვრებ კონრკეტულ პირებს სურთ შემოსავლების ლეგალიზება. ამ კრებსების მიხედვით, შავი ფულის გათეთრების სანაცვლოდ საქართველოში მყოფ ჯგუფს პირდებიან კონკრეტულ საკომისიოსაც.

ჩანაწერებში რამდენდჯერმეა ნახსენები, რომ ამ 28 მლნ ევროდან ნაწილი უკვე ჩაირიცხა საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ფონდში. ამ ფაქტს საპატრიარქო უარყოფს. თუმცა რასაც ვერავინ უარყოფს, არის იმ სქემის რეალურობა, რომელიც, როგორც ჩანს შავი ფულის ლეგალიზაციისთვის ააწყვეს. რელიგიური ფონდები, წვრილ ტრანშებად დაშლილი გადმორიცხვები და რუსეთიდან წამოსული გაურკვეველი წარმომავლობის შავი მილიონები 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი