და ბოლოს ტრადიციული რუბრიკა "ჯინსებიდან და ჯაზიდან, ჯაველინებამდე" - ამ რუბრიკაში ჩვენ გიყვებით საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების 30-წლიანი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
დღეს გაცვლით პროგრამებზე ვისაუბრებთ, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, უფასოდ მიიღონ განათლება ამერიკაში, ან აიმაღლონ კვალიფიკაცია ან საკუთარი წვლილი შეიტანონ თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში და ზოგადად კაცობრიობის პროგრესში.
ამჟამად საქართველოს მოქალაქეებისთვის 20 სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამაა ხელმისაწვდომი, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან კი ჯამში ამ პროგრამებში 6 000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
ეს ციფრები მართალია შთამბეჭდავია, მაგრამ მაინც დათვლადია. აი გაცილებით რთული მისიაა, იმ დადებითი შედეგების დაანგარიშება, რაც უკან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სამშობლოს მოუტანეს. სხვათა შორის მთავარი პირობა ამ პროგრამებისა სწორედ სამშობლოში დაბურნებაა, და ის, რომ შეძენილი ცოდნა და კავშირები, ისევ შენი ქვეყნის წინსვლას გამოადგეს, ცხადია შენს განვითარებასთან ერთად.