"ვაგნერის" ჯგუფთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენი ცენტრალურ აფრიკაში "მკვლელობის მცდელობის" შედეგად დაშავდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის მიერ სანქცირებული, რუსი ბიზნესმენი დმიტრი სიტიი, რომელიც ვაგნერის ჯფუფის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთანაა კავშირში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მკველობის მცდელობის შედეგად დაშავდა.

დმიტრი სიტიი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2022 წლის თებერვალში გახსნილ "რუსეთის სახლს" ხელმძღვანელობს. სიტიის 2020 წლის სექტემბერში აშშ-მ ვაგნერის ჯგუფთან კავშირების გამო სანქციები დაუწესა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობა, რუსულ კერძო სამხედრო კომპანია 
"ვაგნერს" ამბოხებულთა წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს.

ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით 11 ნოემბერს დმიტრი სიტიიმ მიიღო გზავნილი, რომელშიც მისი საფრანგეთში მცხოვრები შვილის ფოტო იდო წერილთან ერთად, რომელშიც, მისივე სიტყვებით ეწერა, რომ შემდეგ ჯერზე, გზავნილით შვილის თავს მიიღებდა, თუ რუსები აფრიკას არ დატოვებდნენ და საფრანგეთს არ დაუთმობდნენ ადგილს. პრიგოჟინის თქმით, 16 დეკემბერს სიტიიმ კვლავ მიიღო გზავნილი, რომელშიც მას ეგონა, რომ თავისი შვილის თავი იდო, შემდეგ მან გახსნა პაკეტი, რომელიც აფეთქდა. 

პრიგოჟინის თქმით, ვაგნერის დამფუძნებელს საკუთარი ბრალდებების არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ წარუდგენია და საფრანგეთის საგარეო უწყებამ შემთხვევაში ჩართულობა უარყო. 

"თუ დმიტრიი სიტიი გადარჩება, ის ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი თვალებით იხილავს, როგორ დაიწვებიან ისტორიის ცეცხლში ისინი, ვინ მისი მკვლელობა სცადა. თუ დაიღუპება, მაშინ სამუდამოდ ამ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება".

"თუ დიმიტრი სიტი ცოცხალი დარჩება, ის გააგრძელებს ბრძოლას და საკუთარი თვალით დაინახავს, ​​თუ როგორ დაიწვებიან ისინი, ვინც მის სიცოცხლეს სცადეს, ისტორიის ცეცხლში. თუ ის მოკვდება, სამუდამოდ დარჩება ამ ბრძოლის სიმბოლოდ. არც ერთი რუსი არ დაიხევს აფრიკის კონტინენტს მანამ, სანამ ყველა კოლონიალისტი არ დატოვებს ქვეყნების საზღვრებს" -  წერდა პრიგოჟინი. 

ცნობისთვის, ვაგნერის ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალაა. ჯგუფს ბრალად ედება ომის დანაშაულების ჩადენა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი